LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი იმედი კიბოს წინააღმდეგ: ინოვაციური mRNA ტექნოლოგიის წყალობით მეცნიერები კიბოს ვაქცინების შესაქმნელად მუშაობენ – ვართ თუ არა ახლოს კიბოს ვაქცინის შექმნასთან

127
კიბოს ვაქცინა

რამდენად ახლოს არის კიბოს ვაქცინის შექმნის პერსპექტივა?

BBC – ის ცნობით, ბოლო პერიოდში დაწყებული უამრავი კვლევა და კლინიკური ცდა სწავლობს კიბოს ვაქცინების გამოყენების შესაძლებლობას, რაც მომავლისთვის იმედსა და პერსპექტივას იძლევა.

მეცნიერებმა შექმნეს AI-ს სისტემა, რომელიც ძუძუს კიბოს რისკს ხუთი წლით ადრე პროგნოზირებს: „AsymMirai“- ს სისტემას შეუძლია მაღალი სიზუსტით შეაფასოს ჩამოუყალიბდება თუ არა პაციენტს ძუძუს კიბო მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში“

დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს გამარტივებული ალგორითმი, რომელიც აანალიზებს მამოგრაფიაზე აღბეჭდილი მარცხენა და მარჯვენა ძუძუს ქსოვილის შორის განსხვავებებს.

ბოლო დროს მკვეთრი ინტერესი და ახალი მკურნალობის მეთოდების შესაძლებლობები გამოწვეულია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის დროს გამოჩნდა. საუბარია თანამედროვე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც mRNA ტექნოლოგიას იყენებს.

სწორედ ამ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით მეცნიერები მუშაობენ კიბოს ვაქცინების შესაქმნელად.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პერსონალიზებულ ვაქცინებზე, რომლებიც პაციენტის გენეტიკურ მახასიათებლებს ერგებიან და იმუნური სისტემის ინდივიდუალურ რეაქციას აძლიერებენ.

პერსონალიზებული კიბოს ვაქცინები იმედს იძლევა და შეიძლება მომავალში ვაქცინები გამოყენებული იყოს როგორც კიბოს პროფილაქტიკის, ისე მკურნალობის მიზნით.

ცნობისთვის, მსოფლიოში დამტკიცებულია კიბოს პრევენციული ორი ვაქცინა. ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა, რომელიც პრევენციულად მოქმედებს ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ.

რაც შეეხება B ჰეპატიტის ვაქცინას, B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება ღვიძლის კიბოს რისკს ამცირებს.

ფოტო: BBC

💉Are we close to a cancer vaccine? Cancer is a disease that will affect one in five people in our lifetime, and it’s…

Posted by BBC World Service on შაბათი, 25 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g