გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებულ ოთხ ინფიცირებულთან კონტატში მყოფი 23 პირის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა. აღნიშნულის გარდა, სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი 80 პირი თვითიზოლაციაშია.
ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 პირია ინფიცირებული.
გორის სამხედროს ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი გეგმური PCR ტესტირებისას გუშინ აღმოაჩნდა. ამ დროისთვის შიდა ქართლში ინფიცირებული მედდის დამატებითი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
