LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ოჯახური იდილია – ედრიენ ბროუდი ჰარვი ვაინშტაინის ყოფილ ცოლთან ერთად ასპენში ისვენებს

282
ედრიენ ბროუდი

ჰოლივუდის კულუარებში კიდევ ერთი თბილი, მაგრამ ხმაურიანი ამბავი ტრიალებს. ოსკაროსანი მსახიობი ედრიან ბროუდი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩანს დიზაინერ ჯორჯიან ჩეპმენის გვერდით. წყვილი ბავშვებთან ერთად თოვლიან ასპენში ატარებს ზამთრის არდადეგებს, ფოტოებზე თბილი ოჯახური სიმყუდროვე აშკარად იგრძნობა.

ჯულია რობერტსი, ლენი კრავიცი, ქარდი ბი, ედრიენ ბროუდი და სხვები… კადრები გრანდიოზული ვარსკვლავური წვეულებიდან

ჩეპმენისთვის ეს ახალი ეტაპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. წარსულის სკანდალების შემდეგ, რომლებიც მის ყოფილ მეუღლეს, ჰარვი ვაინშტაინს უკავშირდება, დიზაინერმა პირადი ცხოვრება მაქსიმალურად დაცულ და სტაბილურ ფორმატში გადაიყვანა. სწორედ ამ კონტექსტში ბევრი აღნიშნავს, რომ ბროუდი ოჯახში ძალიან ორგანულად ჩაჯდა,  მშვიდი, ყურადღებიანი და ბავშვებთან თბილი დამოკიდებულებით.

სოციალურ ქსელებში უკვე აქტიურად განიხილავენ, თუ რამდენად ბუნებრივად გამოიყურება ეს „ახალი ოჯახური ფორმულა“. არანაირი პათოსი, უბრალოდ ზამთრის დღეები, მშვიდი სეირნობა და ურთიერთობის აშკარა სიმყუდროვე.

ჰოლივუდში, სადაც ხმაური და დრამა ჩვეულებრივია, ეს ისტორია სწორედ სიჩუმითა და სტაბილურობით იქცევს ყურადღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები