ჰარი სტაილზმა ახალი სიმღერა სახელწოდებით „Medicine“ გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლებში გაურკვევლობა გამოიწვია – სიახლეს „ბისექსუალების ჰიმნი“ შეარქვეს.
სიმღერა სტაილზმა პირველად პარიზში გამართულ კონცერტზე შეასრულა. ამ ეტაპზე ის სინგლის ფორმატით არ გამოსულა და არც მომღერლის ახალ ალბომში შედის, ამიტომ მისი მოსმენა მხოლოდ საკონცერტო ვერსიის ვიდეოშია შესაძლებელი.
ყურადღება მიიქცია სიმღერის ერთმა ფრაზამ: „The boys and the girls are here/ I mess around with him/ And I’m OK with it“ („ბიჭებიც და გოგონებიც აქ არიან/ყველანი ერთად ვერთობით/და მე მომწონს ეს“).
“the boys and the girls are here, i mess around with him, and i’m okay with it”
this is the new bi anthem, thank you harry styles pic.twitter.com/xh76WhnxMd— ari the useless gay (@emptyskv) March 13, 2018