LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა ქართველმა მილიარდერმა ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

4324
ipiccy-image

ახალმა ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მონაცემებით, ლომთაძე Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მე-600-ე ადგილზე იმყოფება და მის ანგარიშზე 5 მილიარდი დოლარია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქონებას, ის Forbes-ის მიხედვით, 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ივანიშვილი, ამჟამად, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 630-ე ადგილზეა.

კიდევ ერთი მილიარდერი საქართველოდან: მიხეილ ლომთაძის წარმატების რთული გზა

რიგით მეორე ქართველი მილიარდერის ქონება 3,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა და ის სწორედ მიხეილ ლომთაძეა, რომელიც ყაზახური ფინტექპლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელია. „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

რაც შეეხება თავად მიხეილ ლომთაძეს, ის 1975 წელს ბათუმში დაიბადა. ამჟამად, ქართველი მილიარდერის პირად ცხოვრებაზე მედიისთვის არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g