2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
რუსი ტურისტების მზარდი ნაკადის ფონზე, პარტიამ “ლელომ” გააჟღერა ინიციატივა, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ.
საკითხს უკვე რამდენიმე დღეა ეხმაურებიან არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტები, არამედ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არის სამოქალაქო აქტივისტი თათია თომასი, რომელიც საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე გავრცელებულ საჯარო პოსტში, რუს ტურისტებთან დაკავშირებით, იმ ფაქტებზე საუბრობს, რომელიც დღეს დედაქალაქში ხდება.
სამოქალაქო აქტივისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„აღარ ვიცი რა გზას დავადგე, ცხოვრებაში კი არა, აი, ახლა სახლიდან რომ გავალ, რა გზას დავადგე.
ყველა ქუჩაზე, მოლში, აუზზე, პარკინგზე, ყველგან, ყველგან ვჩხუბობ, ადამიანებს ვუყურებ და ვეძახი რომ მძულს!
აქ არავის დაუპატიჟებია!
ჩემ წინ ნუ ხტები, რიგი დაიცავი!
ჩემს შვილს რუსულად ნუ ელაპარაკები!!!
და ა.შ და ა.შ ყოველ დღე.
ყოველ დღე.
თავიდან ასე არ იყო, არც მიმღებლობა მქონდა, მაგრამ მაქსიმუმ,გამჭოლი მზერით თუ გადავაწყდებოდით მე და რუსები ერთმანეთს, ამის იქით, არც მიფიქრია რომ ბავშვის თანდასწრებით ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ან მეიძულებინა, დაეგმო პუტინი და მერე მიმეცა მისი შვილისთვის ჩემს შვილთან თამაშის საშუალება.
ახლა განაგლდნენ, გამრავლდნენ, ბევრნი არიან, ჩხუბს თუ დავიწყებთ, გვერდში მისნაირი ასი რუსი ამოუდგება, მე არავინ.
ისინიც ადგებიან, ნაყინის რიგში თომას მაისურზე მოქაჩავენ და რუსულად უბრძანებენ რომ ჯერ მათი შვილი გაატაროს, რადგან ის პატარაა.
პატარა რუსი.
მახსენდება რომ მე უკვე პატარა რუსებიც მძულს და ვერბალური ჩხუბიდან ხელჩართულ ბრძოლაში გადავდივარ – ამ ხელებს დაგამტვრევ! ჩემ შვილს როგორ შეეხე! ასე შეეხე? მაისურზე მოქაჩე? კარგია? მიიღე? – ჯერ ხელს ვურტყამ, მერე ჩანთას, ჩანთიდან რაც ცვივა ყველაფერს ვესვრი, გასაშველებლად მოსული დაცვა მას იცავს, მე დამშვიდებისკენ მომიწოდებს და გასასვლელისკენ მიმითითებს, მე აქედან მოვუწოდებ რომ ამ რუსებთან ერთად ერთი მიმართულებით გააჯვას და ამბავი ისევ მანქანის კარის მიჯახუნებით, შენს ქვეყანაში უმცირესობაში ყოფნის სევდით და ტრილით სრულდება.
ნებისმიერი საჯარო სივრციდან გამწარებელი მივდივარ ჩემი სახლის ლიფტამდე, ლიფტში მეცხრე სართულზე მცხოვრებ რუსთან ერთად ვმგზავრობ, რომელიც ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინის დროშას და პუტინის სტიკერს მიხევს,როგორც აქამდე, ახლაც რუსულად მიმითითებს,მეცხრე სართულის ღილაკსაც მივაჭირო თითი,სანამ თავად ტელეფონშია ჩაჩერებული,მერე ჩემი ჩაჭერა რომ შენ აგიყვან სიკვდილში!!! დამპალო ნაბიჭვარო! ორი ღერი ქართული ისწავლე, სტიკერს ნუ მიხევ! გააჯვი ჩემი კორპუსიდან, ლიფტიდან, ქვეყნიდან!! მერე სახლის კარის მიჯახუნება, ამოსუნთქვა რომ მიკრორუსეთიდან მიკროსაქართველოში მოვხვდი და ამ დროს, თომას გაფართოებული თვალები…
არ ვიცი, რა ხდება ჩემს ქვეყანაში,
არ ვიცი, როგორ დავივიწყო უკრაინელი 13 წლის ბიჭის დაცხრილული თავი და მისი წითელი ქუდი.
არ ვიცი, როგორ არ ვუსურვო ამოხრჩობა აუზში ახალგაზრდა რუსებს, როცა უკრაინელი ახალგაზრდები იხოცებიან და არ ვიცი, აქ როგორ გავზარდო შვილი.
აქამდე ვიცოდი.
აქ კაკუნიც გულის ამრევია,თქვენი გრძელი სტატუსების კითხვაც მომბეზრდა, ჩემი გრძელი სტატუსის წერასავით.
ბოლო დროს მხოლოდ თომას ფოტოებს ვდებ, ჩვენი კატის სთორებს, მზის ჩასვლის კადრებსა და პეპლებზეც გადავალ, ისე მინდა არავინ მნახოთ, როგორი სახედაკარგული, პირამყრალებული და გაბოროტებული ვარ.
ყველას კი მოგატყუებთ, რასაც ვგავარ,
თომას რა ვუყო.
არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო რუსებთან ერთად ერთ ქვეყანაში, ამის ცოდნა არც მჭირდება,
არ ვისწავლი.
უბრალოდ როდის გახდა საჭირო
და თქვენ რას აპირებთ?!”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი.
კობახიძე: რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად შემოსულთა უმრავლესობა ქართველია