LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკროპოლისი რეკორდული სიცხის გამო დაიკეტა

153
1440x810_cmsv2_50602469-974d-5a5

ზედმეტად მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი დღის საათებში აღარ იმუშავებს. Washington Post-ის ინფორმაციით, ათენის მთავარი ღირსშესანიშნაობა ვიზიტორებს მხოლოდ 17:00 საათიდან მიიღებს. ამავე მიზეზით საბერძნეთში ათობით სკოლამაც შეწყვიტა მუშაობა, დასაქმებულებს კი დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდეს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა მომავალ დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება და 43 გრადუსს მიაღწევს. მოსალოდნელია ტყის ხანძრებიც, ამიტომ შესაბამისი სამსახურები წინასწარ მზადყოფნაში არიან.

მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ისტორიაში დაფიქსირებული სიცხის ყველაზე ადრეული ტალღაა.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონისა ათენში ტურისტების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები