ალ პაჩინო ჯონი მარტინის კრიმინალურ ფილმში „Hangman“ მთავარ როლზე დაამტკიცეს. სიუჟეტი სერიული მკვლელის გარშემო ვითარდება, რომლისაც მთელს ქალაქს ეშინია. ეს უკანასკნელი მოქალაქეებს გარკვეულ თამაშს ეთამაშება, რომელიც აუცილებლად რომელიმე მათგანის სიკვდილით სრულდება.
რაც შეეხება ალ პაჩინოს, ის მაღალი დონის დეტექტივს განასახიერებს, რომელიც მკვლელის დაჭერას ცდილობს. ფილმის გადაღებები ნოემბერში დაიწყება, პრემიერის თარიღი კი ამ დროისთვის უცნობია.