LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ იმ გაღმა ნაპირზე, ისევ ქუხს, ისევ ცვლის, ისევ აშენებს და ისევ ვერ ეგუება… გამოღმა ნაპირს კი ძალიან დააკლდა…“ – იზა ომაძე გია ხარჩილავაზე

510
იზა ომაძე გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე წერს და აღნიშნავს, რომ მის გახსენებაზე, „სამშობლო, საქართველო, წალენჯიხა, გამარჯვება და ცვლილებები“ ერთდროულად ახსენდება. 

იზა ომაძე ოჯახის სახელით მადლობას უხდის გია ხარჩილავას.

„ბოლო საუბრისას მითხრა, რომ შეცდომების დაშვების აღარ ეშინია… წალენჯიხას გარდაეცვალა კაცი, რომლის მთავარი პროფესია და თანამდებობა წალენჯიხის სიყვარული იყო“ – თამო კეშელავა გია ხარჩილავაზე

„ერთი წელი 🙏🙏🙏 გია ხარჩილავა — და მომენტალურად ტიტრებად მოდის გონებაში – სამშობლო, საქართველო, წალენჯიხა, გამარჯვება, ცვლილებები…

…………………………………………………….
და არ სრულდება, გრძელდება სიტყვები რომელიც წარმატებასთან, განვითარებასთან და მომავალთანაა დაკავშირებული…
სიკვდილი არა არის რა, 
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი
…………………………………………………….. 

და ალბათ იმ გაღმა ნაპირზე, ისევ ქუხს, ისევ ცვლის, ისევ აშენებს და ისევ ვერ ეგუება…

სხვაგვარად არც კი წარმოგვიდგენია…

გამოღმა ნაპირს კი ძალიან დააკლდა…

ნათელში იყავი  გულმართალო ადამიანო…

მადლობა ჩვენი ოჯახისგან🤍🙏“, – წერს იზა ომაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g