ალბათ, ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს.
“ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის შეწუხებული. ალბათ, ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება და მოითხოვს სამართლიანობას, ეს არ არის იმდენად მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რამდენადაც ეს არის ზოგადი სამართლიანობის საკითხი“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
„პროტესტი იქნება უწყვეტი“ – რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა
ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“
რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე
„მივიღებ გადაწყვეტილებას“ – რჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“