”ქართული ოცნებისგან” ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობის შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს განუცხადა.
”ორი კვირის ვადა აქვს ”ქართულ ოცნებას” რომ ეს კომისია დააკომპლექტოს. კი, იყო ასეთი აზრი, რომ ამ კომისიის თავმჯდომარე ვიქნებოდი. შეთავაზება ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან იყო, აბა, ბოკერია ვერ შემომთავაზებდა. შემომთავაზეს, ხომ არ ვიქნებოდი ამ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უნდა დაადასტუროს და გაარკვიოს, 31 ოქტომბერს იყო თუ არა გაყალბება.
დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით. უბრალოდ, ჩვენ პარტიას, რომელიც არჩევნებადე თვე-ნახევრით ადრე დაარსდა და დარეგისტრირდა, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები გყვავდა, საარჩევნო კომისიის არც ერთი წევრი არ გვყოლია. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ საქართველოს მასშტაბით გამოვიძიოთ, ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, მთელი საქართველოს სურათი უნდა ვაჩვენოთ. – განაცხადა ელისაშვილმა.
