LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი ნავალნის დედა – ჩემი შვილის ცხედარი მანახეს – მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ

202
BeFunky-collage (5)

ალექსეი ნავალნის ცხედარი ვნახე, გამომძიებლები მის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ახლახან გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან. თითქმის დღე-ღამე გავატარე იქ გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატი მათ მხოლოდ დღეს, სადილის შემდეგ შეუშვეს. გუშინ საღამოს მათ საიდუმლოდ წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის ცნობილია გარდაცვალების მიზეზი, მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვნახე, ხოლო გარდაცვალების სამედიცინო ცნობას მე ხელი მოვაწერე. კანონით მათ მაშინვე უნდა გადმოეცათ ალექსეის ცხედარი, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ლუდმილა ნავალნაიამ.

მისი თქმით, ემუქრებიან, აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს ნავალნის დაკრძალვის ცერემონია.

„მათ სურთ, რომ ეს გაკეთდეს საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე. მათ სურთ, სასაფლაოზე მიმიყვანონ, ახალ საფლავთან და მითხრან – აქ წევს თქვენი შვილი. მე ამაზე არ ვარ თანახმა“, – განაცხადა ნავალნის დედამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g