„ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას, თავისუფლებაზე გამოსვლას და სასურველი მიზნის მიღწევას,“ – ამის შესახებ ნათქვამია გზავნილში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ალექსეი ნავალნისთან მას ორი რამ აერთიანებს.
„ალექსეი ნავალნისთან, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მომავალ პრეზიდენტთან, რაც მოკლე დროში დარჩება რუსეთისგან, მე ორი მომენტი მაერთიანებს: ის, რომ ჩვენთვის, ორივესთვის, ერთნაირად მიუღებელია კორუფცია და ის, რომ ჩვენ, ორივე, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ. ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას, თავისუფლებაზე გამოსვლას და სასურველი მიზნის მიღწევას,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
