რუსმა ოკუპანტებმა იმაზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე ბრძოლაში დაღუპული ჩვენი სამხედროები არიან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„რუსმა ოკუპანტებმა გამანადგურებელი დანაკარგების განცდის შემდეგ დაიწყეს ტერორისტული ომი, ისინი იქცევიან როგორც კრიმინალები და მშიშრები, კლავენ და მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები. 10 მარტის მდგომარეობით, რუსმა ინტერვენციონისტებმა უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე ჩვენი სამხედროები თავდაცვის სექტორის ყველა სტრუქტურიდან ბრძოლაში დაიღუპნენ. მინდა ეს არა მხოლოდ უკრაინაში გაიგონ, არამედ მთელ მსოფლიოში,“- განაცხადა რეზნიკოვმა.
როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, მათ არ შეუძლიათ ბრძოლა ჯართან, ამიტომ დაუცველებს ესხმიან თავს.
„კრემლი ბომბავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამშობიარო სახლებს. მოსკოვი არავის არ იცავს. ის ანადგურებს. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა ჩვენს ჯართან, მცველებთან, ამიტომ, ყველაზე დაუცველებს ესხმიან თავს.
შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო. ყოველი რუსი ტერორისტი აგებს პასუხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის! ჩვენ გვაქვს შემოჭრის მონაწილეთა და მათი თანამზრახველების სიები და ისინი გადაეცემა ყველა შესაბამის უწყებას. არავინ დარჩება დაუსჯელი იმ საშინელებისა და ბოროტების გამო, რაც მათ მოუტანეს უკრაინასა და მსოფლიოს,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.