LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალექსი თირქიას ჩაერიცხა 13,000 ლარამდე, 1 600 ჩამოაჭრა ბანკმა, ფინანსური დავალიანების გამო… ასევე, გუშინ, ჯანდაცვიდან მიიღო შეტყობინება ოპერაციის დაფინანსებაზე“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

786
ნანუკა ჟორჟოლიანი, ალექსი თირქია

გასული წლის 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე საზოგადოებრივი მხარდაჭერა გრძელდება.

როგორც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, ალექსის ანგარიშზე 13,000 ლარამდე თანხა ჩაერიცხა, საიდანაც ბანკმა 1600 ლარი ფინანსური დავალიანების გამო ჩამოაჭრა. მიღებული თანხიდან მსახიობმა უკვე გადაიხადა საცხოვრებელი ქირა და დარჩენილი თანხა სამედიცინო გამოკვლევებისთვის გამოიყენება.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ალექსი თირქიამ გუშინ, ჯანდაცვიდან მიიღო შეტყობინება ოპერაციის დაფინანსებაზე.

„ალექსი თირქიას თავში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ სამუდამო დაღი დაასვა, ცალი თვალი ისე დაუზიანდა მხედველობა აღსადგენია, დაზიანებული აქვს თავის ქალა, მოგვიანებით მეორე ოპერაცია უნდა გაიკეთოს“ – 21 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ალექსი თირქიას ჩაერიცხა 13,000 ლარამდე.

1600₾ ჩამოაჭრა ბანკმა, ფინანსური დავალიანების გამო. გადაიხადა ქირა და ნაშთს გამოიყენებს გამოკვლევებში.

ასევე, გუშინ, ჯანდაცვიდან მიიღო შეტყობინება ოპერაციის დაფინანსებაზე.

ალექსის თქვენი სახელით შევთავაზე უცხოეთში მკურნალობა და ვუთხარი რომ ფინანსური თანადგომა ექნება, თუმცა მიპასუხა რომ ენდობა აქაურ ექიმს.

❤️ მადლობა ყველას.

ალექსის სახელით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია: „სასიხარულო ამბავი მაქვს, კლინიკიდან გამომწერეს, ძალიან დიდი მადლობა ყველას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g