LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალი ბაბაევი: „ელისაშვილმა სამჯერ ან ოთხჯერ დამარტყა, წიხლი რომ დამარტყა, თავი და წელი პანდუსს დავარტყი – ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად“

285
ალეკო ელისაშვილი

„მასთან არავითარი ფინანსური, ან კონფლიქტი, გარჩევა არ მქონია. ერთადერთი ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად“, – ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილთან კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა.

ბაბაევის თქმით, ელისაშვილს წლებია იცნობს, თუმცა მას მსგავსი სახის უთანხმოება მანამდე არ ჰქონია. ალი ბაბაევი 2 დეკემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს და ამბობს:

ადვოკატი: „დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“

„შემთხვევის დღეს კოსტავას ქუჩაზე აფთიაქში შევდიოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემს უკან ვიღაც იგინებოდა და ამბობდა, რომ „მე მონა ვარ“. როცა შევტრიალდი დავინახე ალეკო ელისაშვილი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. მას ვუთხარი – „ამ ხალხში რა გაყვირებს მეთქი, არ გრცხვენია? რას იგინები?“

ახლოს მოვიდა და შემეხო, მუშტიც დამარტყა. მეც პასუხი გავეცი, როგორც საჭიროა. ერთმანეთში 3-ჯერ შეხლა-შემოხლა მოხდა. მან სამჯერ ან ოთხჯერ დამარტყა. ერთხელ წიხლი, რომ დამარტყა, დავარდი და თავი, წელი პანდუსს დავარტყი.

მოქალაქეებმა 112-ში დარეკეს, მე ვესაუბრე სასწრაფო დახმარების ოპერატორს და ჩემი მდგომარეობა მოვახსენე. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მოვიდა და ის [ელისაშვილი] კი თავის მოახლეებთან ერთად წავიდა, გაიქცა. შემდეგ კლინიკაში გადამიყვანეს. ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მე ხელში [რკინის] ნივთი არ მეჭირა, მე ხელში პლასტმასის შუშის საწმენდი მეჭირა, რომელიც გამვლელ მუშას გამოვართვი. მე მინდოდა საპასუხო [პასუხი], მაგრამ ის უკვე წასული იყო. ამ [ნივთით] მე არც დამირტყია, შემდეგ ეს ნივთი იქვე დავაგდე. ეს არის ცილისწამება, რომ ვითომ მე მას ამ საგნით დავარტყი.

ვიდეო: „არ დანებდეთ! გავიმარჯვებთ სახელოვნად“ – საბა ბუაძე ალეკო ელისაშვილის იზოლატორში გადაყვანის კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

ცრუ ინფორმაცია [თითქოს მე ალექსანდრე ელისაშვილს არ ვიცნობდი], როგორც მათ სჩვევიათ. ალექსანდრე ელისაშვილს მე ვიცნობ 2007 წლის შემდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის დროს, ის ჩვენთან მოდიოდა, როგორც ჟურნალისტი. აქედან ვიცნობ.

გარდა ამისა, ჩვენი ახლობლის მხრიდან შეხება, ურთიერთობა გვაქვს. დაახლოებით სამი თვის წინ მე მას რუსთველის ძეგლთან შევხვდი და ერთმანეთს მივესალმეთ. შეხვედრის დროს [კონფლიქტი] არ გვქონია.

ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

როცა ჩვენი პარტიის პოლიტიკურ მდივანს ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ სოციალურ ქსელში დავწერე, რომ „ეს არაკაცური საქციელი იყო“. როგორც მთელმა საქართველომ დაგმო ელისაშვილის საქციელი, ასევე მეც. მეტი სხვა [შეხება] მასთან არ მქონია.

რა თქმა უნდა, [ეს არის პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება]. მე მასთან არავითარი ფინანსური, ან კონფლიქტი, გარჩევა არ მქონია. ერთადერთი ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. ეს არის სუფთა პოლიტიკური“, – განაცხადა ბაბაევმა.

გარდა ამისა, ბაბაევი მედიაცენტრ „მთავარში” გამოეხმაურა ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აქციებს. ბაბაევის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები არის „ვანდალიზმი და რევოლუციის მცდელობა”.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს: „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, აქციის 3 მონაწილეა დაკავებული – სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებებით ამ დროისთვის ჯამში 18 პირია დაკავებული“

ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი თქმით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ელისაშვილი სწორედ ბაბაევზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზეა დაკავებული.

ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g