LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ადგილას მომკლა და ეგრევე სამოთხეში მეგონებოდა თავი“ – კადრები ქართული კურორტიდან

424
gomismta2

ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია როგორც სოციალურ ქსელში, ისე მის ფარგლებს გარეთ გრძელდება. ამჯერად სპეციალურად შექმნილ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ფეისბუქ-მომხმარებელი Zurka Z Gruzji‎ გომისმთაზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

უნიკალური ბუნება, თვალისმომჭრელი კადრები გურიის ულამაზესი სოფლიდან, ბუნებრივია, სოც.ქსელის მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს. ვიდეოს უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს.

ქართული კურორტი, სადაც მზე ჩერდება - ჯადოსნური კადრები გომისმთიდან (ფოტოები)

იხილეთ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის თვალით დანახული გომისმთა

„ამ ადგილას მომკლა და ეგრევე სამოთხეში მეგონებოდა თავი“ – წერს ჯგუფის – Spend 4 Seasons in Georgia ერთ-ერთი წევრი.

ცნობისთვის, გომისმთა მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტია ოზურგეთის რაიონში და ის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურების ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g