LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ცხოვრების დედაც“ – პროტესტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ფოტოები)

1791
79995824-2585833351452950-7355110981636194304-n

კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციის ზეწოლის შედეგად, 15 წლის ლუკა სირაძე 12 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. არასრულწლოვანი მოზარდი ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა, თუმცა 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ამ ცხოვრების დედაც“ – ეს ის წარწერაა, რომელიც ლუკამ თავისი ყოფილი სასწავლებელის, „მწვანე სკოლის“ კედელზე დაწერა. სწორედ ამ წარწერამ იმსხვერპლა მოზარდის სიცოცხლე.

ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავმა საზოგადოება შეძრა. აღნიშნული სიტყვები პროტესტის გამოხატვის მთავარ ფორმად იქცა. სოციალური ქსელები და ქუჩის კედლები წარწერებით გაივსო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები ქუჩის კედლებზე, შენობებზე, გზებზე წარწერებს ტოვებენ  – „ამ ცხოვრების დედაც“, “ბოდიში ლუკა”…

დედაქალაქში, რამდენიმე ადგილას: იაშვილის კლინიკასთან, კანცელარიასთან, შსს-სთან, დიღმის პოლიციასთან, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. საზოგადოება გარდაცვლილი არასრულწლოვნის მშობლებისა და ახლობლების მიმართ სამძიმარს გამოთქვამს.

მოქალაქეებმა პროტესტი თბილისის პარალელურად გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, რუსთავში გამოხატეს.

თბილისი

სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე უამრავი წარწერა დატოვეს.

რუსთავი

“ქალაქის იერსახე დავამახინჯეთ, გვაპატიეთ… ისიც გვაპატიეთ, რომ ხვალ ბაღებსა და სკოლებში მიმავალი ბავშვებისთვის მოგიწევთ ამ წარწერის შინაარსის ახსნა” – ერთ-ერთი აქტივისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

ზუგდიდი

ქუთაისი

“ამ ცხოვრების დედაც”- ამ შინაარსის წარწერა ქუთაისშიც გაჩნდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი ლუკა სირაძის საქმის ბოლომდე გამოძიებას მოითხოვენ.

ბათუმი 

გორი

თელავი

წარწერა მუნიციპალიტეტის მერიასთან წითელი საღებავით გააკეთდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან წარწერები ლუკას სასწავლებლის, “მწვანე სკოლის” მიმდებარე ტერიტორიაზეც გაჩნდა. სკოლა ამ დროისთვის დაკეტილია და სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

წარწერა, რომელიც ლუკამ დაწერა

 

ლუკას გარდაცვალებას ადამიანები სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან:

“მე ლუკა ვარ 15 წლის.
მე ის ვარ კერძო სკოლიდან საჯაროში, რომ გადამიყვანეს.
მე ის ლუკა ვარ 15 წლის ასაკში, უკვე პრობლემებმა რომ დამღალა.
მე ის ლუკა ვარ ჩემებურად “ბავშვური” პროტესტი რომ გამოვთქვი, წარწერით,, ამ ცხოვრების დედაც! ”
მე ის ლუკა ვარ, რომელსაც მოსმენა სჭირდებოდა, თქვენ კი არ მოუსმინეთ.
მე ის ლუკა ვარ, რომელსაც შველა სჭირდებოდა, თქვენ კი გაწირეთ.
მე ის ლუკა ვარ, თქვენი დაუდევრობითა და არაპროფესიონალიზმით დღეს რომ სიცოცხლეს ვებრძვი.
მასწავლებელო, მე ხომ შევძელი, შევძელი როგორღაც პროტესტი გამომეხატა ამ ცხოვრებაზე. შეიძლება ეს იყო არასწორი გზა, მაგრამ იმ წამს მე ბედნიერი ვიყავი, ბედნიერი ვიყავი რადგან მე ეს შევძელი. ვფიქრობდი, რომ მიშველიდი. ვფიქრობდი რომ მიზეზს გამოიკვლევდი,მაგრამ ვაი, რომ ყოველთვის შედეგით ვინტერესდებით და არა მიზეზით.
მე ლუკა ვარ 15 წლის.
მე ბავშვი ვარ, რომელმაც ვერ გაუძლო დაკითხვის ჟამს მიღებულ ფსიქოლოგიურ სტრესს.
მე ლუკა ვარ, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერაში გაცვალეთ.
მე გუშინ თვითმკვლელობა ვსცადე, მე დღეს სიცოცხლეს ვებრძვი…
მადლობა, მაგრამ მე დახმარება ვითხოვე და არა დასამარება.
თქვენგან განწირული მე გადავრჩები!!!..”

მწვანე სკოლის დირექტორი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება

 

magti 5g