LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შსს-ს შენობასთან შეხლა-შემოხლაა

258
78808409-561244947759088-4023311795644006400-n

შსს-ს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაა.

სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტები 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქციას მართავდნენ.

იაშვილის კლინიკასთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

აქცის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დაისაჯოს საგამოძიებო ორგანოს ყველა ის თანამშრომელი, ვინც მოზარდზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადა.

სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი. მათ შორის წარწერით – “ამ ცხოვრების დედაც” – სწორედ ეს ფრაზა დაწერა ლუკა სირაძემ დაკითხვამდე სკოლის კედელზე.

აქტივისტებმა აღნიშნული წარწერა დღეს პოლიციის შენობაზე მიაკრეს.

დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. მათ სავალ ნაწილზე დააწერეს „არ მომკლა“, „ამ ცხოვრების დედაც“ და ა.შ. პოლიცია მათგან სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g