LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გურულს თავისი გულწრფელობა აცხონებს“ – ზურა შევარდნაძე პატრიარქთან შეხვედრის ეპიზოდებს იხსენებს

348
ღვინის ეროვნული სააგენტო

„გარდენია“-ს დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პატრიარქთან ურთიერთობის ეპიზოდებს იხსენებს.

„ოცჯერ მაინც უკითხავს:

-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?

-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.

-თქვენ მარხულობთ არა?

-არა არ ვმარხულობ.

-დიდ მარხვაში ხორცს მიირთმევთ?

-დიახ უწმინდესო, ექიმმა დამინიშნა.

-მერე თქვენც მორწმუნე ექიმებთან იარეთ.

ერთხელ სუფრასთან მკითხა ტრაპეზის დროს, სამი მეუფე იჯდა მაგიდასთან უცხო სტუმრებთან ერთად.

-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?

-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.

-მეუფევ, ამ გურულს თავისი გულწრფელობა აცხონებს.“ – იხსენებს ზურა შევარდნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g