LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ – ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად – საქართველოში ისრაელის ელჩი

227
ფორტუნა - 2023-10-08T010501.820

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის განცხადებაში.

ელჩის განცხადებით, ახლაც კი ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი.

„რთულია ასეთ დღეს სიტყვების პოვნა.

დილის 06:30 ისრაელზე შეტევა ხორციელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში 2 200-მდე რაკეტა და ჭურვია გამიზნულად გასროლილი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით მათ მოსაკლავად.

ამ იერიშმა ოთხ მილიონ ისრაელელს აიძულა, თავშესაფრებსა და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ.

სამხრეთში, რამდენიმე ებრაულ დასახლებაზე ბარბაროსული თავდასხმები განხორციელდა ტერორისტული „ჰამასის“ მიერ.

ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი. ძნელია ასეთი სასტიკი სიმხდალის წარმოდგენა.

ახლაც კი ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი.

ჩვენ ვგლოვობთ 100-ზე მეტ ადამიანს, რომელიც სასტიკადაა მოკლული და იმედი გვაქვს 900-ზე მეტი დაჭრილი ისრაელელის სწრაფი გამოჯანმრთელების. კვლავ ვლოცულობთ, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენ მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

mazda magti 5g