“მაქვს უფლება, კარვები გავშალო და რა უნდათ, რატომ მიკრძალავენ?” – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
საქმე ეხება შსს–სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს.
„ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ, ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?”- განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სარჩელით ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.
