„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიციირებულია. აღნიშნულს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. პიანისტი გიორგი გიგაშვილი წერს, რომ „ამ მთავრობისგან დაპირებების ხალხისთვის თავზე გადახევას უკვე ბოლო არ უჩანს“.
გიორგი გიგაშვილი წერს, რომ ტყუილს და მოღალატეობას საქართველოს ჯანსაღი მოსახლეობა არ მიიღებს.
„რანინა“, ფეხბურთი, თითოეული წარმატება კარგია, მაგრამ ამ მთავრობისგან დაპირებების ხალხისთვის თავზე გადახევას უკვე ბოლო არ უჩანს. როგორც ერთი წლის წინ შეგვპირდნენ ამ კანონს მეორედ ვერ ნახავთ ჩვენგანო, სიმშვიდე რომ ჩამოწვა და გამარჯვებებით აღტყინებულებმა თითქოს საკუთარი უბედურებები დაგვავიწყდა, მაშინ გამოჩნდნენ (როგორც ყოველთვის ხდება).
ხოდა არ მიიღებს ტყუილს და მოღალატეობას ახალგაზრდები, ჩემხელები, ჩემზე დიდები და საქართველოს ჯანსაღი მოსახლეობა, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ“, – წერს გიორგი გიგაშვილი.