LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ პიჯაკების გარდა მე არაფერი არ დამრჩენია, სახლიც არ დამრჩა.. გინდათ მომისაჯოთ გაფლანგვაზე და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია..“ – სააკაშვილი

190
Untitled design (48)

მინდა მივმართო ხალხს – იმედია, მხნედ ხართ, იმედი მაქვს, ბრძოლისუნარიანები ხართ, იმიტომ, რომ მე ძალიან მხნედ და ბრძოლისუნარიანი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურია.

ეკა ხერხეულიძე: „სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან!“

„დღეს ირჩევა საქმე, რომელზეც გუშინ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მე თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს საქმე პოლიტიკურია. ყველამ იცის, რომ ასამართლებენ არა მხოლოდ ივანიშვილის მთავარ ოპონენტს, არამედ პუტინიზმის მთავარ ოპონენტს ჩვენს რეგიონში. მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიჯაჭვულია ამ პროცესზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის დაცინვაა, როდესაც მას ე.წ პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ.

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე: არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია – საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!

„როცა საქმესთან მიმართებით ვსაუბრობთ, მინდა ერთი რამ გითხრათ ბატონო მოსამართლე – თქვენც დამთავრებული გაქვთ, ალბათ, დიდი პრაქტიკა გაქვთ იურიდიული, მეც დამთავრებული მაქვს კელნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი ნიუ- იორკში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს მოპოვებული. ასე რომ, საკმარისი იურიდიული განათლება მაქვს მეც მიღებული და ერთი რამ კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან.

ის უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში და მე დღეს სპეციალურად პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ის ნივთმტკიცებულება, ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს. თავისთავად ის, რომ ეს პიჯაკები მაქვს მე, ნუთუ ეს არ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე. ესაა საქმე, რომელიც ეხება ვითომ 9 მილიონი ლარის გაფლანგვას, თავიდან თქვეს, რომ ვითომ 19 მილიარდი მოვიპარე.

მერე ეტყობა გზაში დამრჩა, სადღაც თვითმფრინავში ეტყობა, არ შემატანინეს და ბოლოს ისე დავრჩით, რომ თბილისში არც ერთი ბინა მე არ მაქვს პირადად, ყვარელში ძლივს მოვასწარით რაღაცის აშენება და ისიც დაყადაღებულია. ყველამ იცის, ჩემი მთავრობა იყო ყველაზე არაკორუმპირებული არამხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

თქვენ გინდათ მომისაჯოთ გაფლანგვაზე და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია. თქვენს წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაცინვა, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, აღფრთოვანდა ჩვენი გამოცდილებით,“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი მისი პრეზიდენტობის დროს, რაც კეთდებოდა, იყო მიმართული ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„ეს პირდაპირ ეხება ამ საქმეს, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. 2003 -დან 2013 წლამდე საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა ზუსტად 10-ჯერ. ამას წინათ ნოდიამ თქვა, თუ სააკაშვილს ამხელა ბიუჯეტი ჰქონდა ხელშიო, მარტო 9 მილიონს ედავებითო და თანაც სახლში კი არ წავიღე ეს 9 მილიონი, პიჯაკი წავიღე, აგერ მაქვს, გეუბნებოდით, მინდოდა მოცემა და არ წაიღეთ, რამდენჯერმე მოგიტანეთ საგამოძიებო ორგანოებში, ამ პიჯაკების გარდა მე სახლში არაფერი არ დამრჩენია, სახლიც არ დამრჩა,“– განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივა მედიდან“ ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ ჰყავთ გამოძახებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი, ასევე სდსს-ს ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მრჩეველი, სიმონ ნოზაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები