ლეგენდარული ტოპ-მოდელის, ნაომი კემპბელის არდადეგები გრძელდება. 54 წლის ვარსკვლავი მეგობრებთან ერთად იბიცაზე ისვენებს. მან უკვე გაავრცელა არაერთი შთამბეჭდავი ფოტო მდიდრული კურორტიდან.
ამჯერად 90-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, რომელიც ახლაც უზადოდ გამოიყურება „ინსტაგრამზე“ იოგას გაკვეთილებიდან ფოტოებს გვიზიარებს.
„ამ ქალმა ასაკი საბოლოოდ დაამარცხა“, „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“, „სრულყოფილია“, – წერენ ნაომის წარმოუდგენელი მოქნილობითა და სრულყოფილი სხეულით აღფრთოვანებული გამომწერები.
დახვეწილი საცურაო კოსტიუმი და უბერებელი სხეული – 54 წლის „შავი გედის“ ფოტოები იბიცადან