LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ შაბათ-კვირას ლაზარესთვის 28,000 ლარი მოგროვდა! – 1000$, ემიგრანტებმა შეაგროვეს და ერთად გამოგზავნეს“ – სალომე ბარკერი

161
სალომე ბარკერი ლაზარეზე

„ლაზარესთვის 28,000 ლარი მოგროვდა ამ შაბათ-კვირას!“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიდიასის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორი სალომე ბარკერი წერს და აღნიშნავს, რომ თანხის უდიდესი ნაწილი წავა საადვოკაციო ხარჯებზე გადანაწილდება:

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

„დანარჩენს კი, ბაბუა რაშიც გადაწყვეტს, იმაში მოახმარს ლაზარეს. ჩარიცხულიდან ერთჯერადად ყველაზე მცირე იყო 1₾, ყველაზე მეტი კი 500₾ და ასევე 1000$, რომელიც ემიგრანტებმა შეაგროვეს და ერთად გამოგზავნეს.

კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“

„რა ორიენტაციის იქნება, ეს თავად ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ“ - ამბობს კახა კალაძე.

ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასობით თქვენგანმა ჩარიცხეთ და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა, რისთვისაც უდიდესი მადლობა.“ – წერს Facebook-ზე სალომე ბარკერი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

„ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g