LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“

227
Untitled design

„ამ პიროვნებას პოლიციელების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა ედება ბრალად, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია“, – ასე ეხმიანება თბილისის მერი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს.

„ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა 

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პიროვნება შემსრულებელი იყო, გამოძიებამ კი უნდა დაადგინოს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები:

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკოსს, შესაძლებლობა აქვს, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყოველივე ეს კანონის ფარგლებს არ გასცდეს. თუ რომელიმე ადამიანი კანონს დაარღვევს, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

აღნიშნულ პიროვნებას პოლიციელების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა ედება ბრალად, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია.

ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზატორები. აღნიშნული პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ასევე, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.

რა ორიენტაციის იქნება, ეს თავად ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ. ამის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებით და წინ ვერ წავალთ. ეს არც ევროპაა, არც ევროპული ღირებულებები და მომავალი. ეს არის უფსკრული და უკან გადადგმული ნაბიჯები, შესაბამისად, უნდა დაიგმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს, 31 მარტს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამავე თემაზე:

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს 

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს – ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად 

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები