LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ წუთას ითქვა – გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მედია მენეჯერი ნიკა გვარამია – მიიღებთ კანდიდატობასო! – გიორგი ჩალაძე

16288
მიშა და ნიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მისცენ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველოს.

„ამ წუთას ითქვა – გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მედია მენეჯერი ნიკა გვარამია – მიიღებთ კანდიდატობასო!

სიტყვა სიტყვით.“, – წერს გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში.

სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ჩალაძეს. რომელმაც დაგვიტასტურა სტატუსის შინაარსი და აღნიშნა, რომ ამჟამად იმყოფება ევროპარლამენტრში და მსგავსი განცხადება არაერთმა დეპუტატმა გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და შვილი, ედუარდ სააკაშვილი ასევე ბრიუსელში იმყოფებიან და ევროპარლამენტში სხდომას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემას შეეხებოდა.

მათი თქმით, დებატების შემდეგ, დაიგეგმა შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან.

როგორც გიული ალასანიამ და ედუარდ სააკაშვილმა აღნიშნეს, შეხვდებიან თითქმის ყველა ევროპარლამენტარს, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ.

„ფორტუნა“ ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g