LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამას მე დავარქმევდი საკუთარი ოლიგარქების გადარჩენის კანონპროექტს” – გია ცაგარეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტზე

54
gia-tsagareishvili_w_h

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი აფასებს.

როგორც მან “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, კანონპროექტი სრულიად შეუსაბამოა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან.

„დეტალები კანონპროექტის მეტ-ნაკლებად ვიცი და შემიძლია გითხრათ, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ პარტიის წარმომადგენლები თავიდანვე ჩართულიყვნენ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რომელიც დავიწყეთ ჯერ კიდევ ივლისის თვეში. ახლა უკვე, როდესაც მეორე მოსმენით მივიღეთ ძირითადი კანონპროექტი, დაუბრუნდნენ ამ პროცესს და თავისი ინიციატივა შემოგვთავაზეს.

ამას მე დავარქმევდი საკუთარი ოლიგარქების გადარჩენის კანონპროექტს. ეს კანონპროექტი არის სრულიად შეუსაბამო საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და მოქმედ კონსტიტუციასთან“ – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g