მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„დიახ! დიახ, მე ამაყი ვარ, რომ ვარ გიგა ავალიანის დედა!
დიახ! დიახ, გამწარებული ვარ, მაგრამ ჰო, ვარ ამაყი!
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ნია იმნაძის მშობლები.
სცადეს გიგას რეპუტაციის შელახვა, მაგრამ მათი ნაბოდვარი წინააღმდეგობაში მოვიდა სხვა, უტყუარ მტკიცებულებებთნ და თავად ნია იმნაძის სამივე ჩვენებასთან, რომლებიც ასევე წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან.
დიდად ღრმა შინაარსში ვერ შევალ, რადგან ნიას რომ დავიჭერთ, მათ სასამართლო ელოდებათ და მერე უფრო საინტერესო იქნება ამ ბოდვის სკრუპულოზური ანალიზი!
კი გვეტლატებიან,
,,იიიი, ნიას ვერ დაიჭერთ!”-ო, მაგრამ ვინმე სერენას ,, არასრულწლოვან გოგოებს მარტო საქართველოში იჭერენ” და ,,გოგოს რა უნდა ციხეში”-ს მეტი არგუმენტი არ აქვთ!
ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იმნაძის მამას გაბაშვილის ადვოკატის დასმულ შეკითხვებზე ჰქონდა პასუხები ,,კი” და ,,არა”.
ხოლო, პროკურორის და მოსამართლის დასმულ კითხვებზე ჰქონდა პასუხები ,,არ ვიცი”, ,,არ მახსოვს”.
რა თქმა უნდა, ამაზე მიიღო შენიშვნა, მაგრამ თავი იმართლა, ,,ისეთ დღეში ვარ, საკუთარი სახელი რომ მახსოვს, ისიც გასაკვირია.”-ო!
დედა უფრო ნამეცადინები აღმოჩნდა, თუმცა მასაც პასუხები ჰქონდა იგივე, მაგრამ უფრო ამაყად ამბობდა ,,კი”-ს და ,,არა”-ს გაბაშვილის ადვოკატის კითხვებზე და ,,არ ვიცი” და ,,არ მახსოვს”-ო, პროკურორის და მოსამართლის შეკითხვებზე.
მასაც უკვირდა და უხაროდა, რომ ,,ამ სტრესის ფონზე, საკუთარი სახელი ძლივს ახსოვს”!
ორივეს გამოკითხვისას, გაბაშვილის ადვოკატი ხშირად ითხოვდა კითხვების აცილებას!
ვინმე სერენასთვის კი უთქვამს იმნაძის დედიკოს რაღაც-რაღაცები, მაგრამ მოსამართლეს ვერაფერიც ვერ უთხრეს!!!
ასე, რომ ნეტა იცოდეს სერენამ, რა შარში გაეხვა!
ერთადერთი, რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავ, ორივემ (ვალერიან იმნაძემ და თამარ ნავროზაშვილმა) თქვა სწორი:
,,სოციალურ ქსელში აწყდებიან ეკა კუპატაძის, მისი ახლო ნათესავების და საზოგადოების მუქარას, ფიქრობენ, რომ ეს რეალურია და ეშინიათ!”
დემეტრე ჩიქოვანის დედა, მისმა ადვოკატმა მოხსნა და პროცესზე არ დაუკითხავთ!
თუმცა იმნაძის დედას ეცა! მიხვდა, რომ მწვადი უკვე დაეწვა და აღარ უნდა შამფურიც დაეწვას, ამიტომ გაჰკიოდა, ,,გიგა ავალიანის და ჩემი შვილის ცოდვა არ გაგახარებთ, თქვე უკვე გვამებო!”-ო!!
გიგა ავალიანს შენ ნუ დარდობ, პატივცემულო ,,დედავ”, მის დასაცავად ეკა კუპატაძეა აქ!
აქამდე ჩემი იმედი გქონდა, ეკა მაინც არ შეარჩენსო და ორივე მხრიდან სარგებელი გინდოდა, იმიტომ გაჰკიოდი, გამოდი ნია იმნაძევ და თქვი, რა უთხარი დამრიგებელსო???
დამრიგებელმა კოვზი ნაცარში ჩაგიგდოთ ,,დედიკოებო”!
გაბაშვილის მამა, ტუჩზე კოცნით შეხვდა იმნაძის დედას. (მორფინისტი მამისთვის, ზედაც არ შეუხედავს.)
და ბოლოს, იმნაძეებო და არა მარტო,
ს ა ზ ე პ ი რ ო დ !
თუ არ დადგა სახელმწიფო სამართალი, ჰოოო, დავაყენებ ჩემსას!!!
ასევე ს ა ზ ე პ ი რ ო დ !
ეკა კუპატაძის ბრძოლა შეუვალია და ვერ შეაჩერებთ!
პ.ს.გიგას მეტი სურათები არ გვაქვს და ისევ ძველებს დავდებთ“, – წერს ეკა კუპატაძე.
