“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ამაზრზენი სანახაობა ვიხილეთ სასტუმრო “რუმსთან“, “ვინოტელთან” და ამას არანაირი გამართლება არ აქვს”.
მისი განცხადებით, “ხოშტარია, სამადაშვილი, კანდელაკი და ვინმე მაქარაშვილი, მონური ფსიქოლოგიის ხალხია, რომელიც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს”. ინაშვილის განმარტებით, “ჩვენ გვაკარგვინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა”.
“თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებას, ჩვენს ხასიათს, ტრადიციებს და ზნეობას. ძალიან საყურადღებოა აფხაზების განცხადებები, რომ ამ ყველაფერზე აფხაზები მიგვანიშნებენ. ჩვენ ამაზრზენი სანახაობა ვიხილეთ სასტუმრო „რუმსთან“, „ვინოტელთან“ და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ გვაკარგვინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი, ამ ჯგუფის წინა პლანზე, გავრილოვის ეპიზოდშიც ასე ვნახე და პოზნერთან დაკავშირებითაც ასე იყო, ჩვენ ვიხილეთ ხოშტარია, სამადაშვილი, კანდელაკი და ვინმე მაქარაშვილი. ეს ხალხი ვინ არის? დიდი ხანია, ეს ხალხი ქართველები აღარ არიან. ვერც ამერიკელები გახდნენ და ქართველობაც დიდი ხანია, დაკარგეს. ეს არის სრულიად მონური ფსიქოლოგიის ხალხი, ვინც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს. ჩვენ საქმე გვაქვს არაჯანსაღი და დაავადებული აზროვნების ხალხთან. როცა იქამდე დაეცემი, რომ თუნდაც შენთვის მიუღებელ ადამიანებს დაუყრი ღორის საკვებს, როცა იქამდე დაეცემი, რომ ახტები გრიბოედოვის ძეგლზე და დააზიანებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს, ამათ ჰგონიათ, რომ ამ ქმედებით საქართველოს აერთიანებენ. ისე უნდა მოქმედებდე, ომშიც ისე უნდა იქცეოდე, რომ მოწინააღმდეგემ პატივი გცვცეს. კი არ აგიგდოს და დაგცინოს შენი უღირსი საქციელი გამო. ბევრი ეპიზოდი გვახსოვს ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქართველოში. შარვალს რომ ჩაიხდი, კაცი, რომ გქვია და შემდეგ შენს გაშიშვლებულ უკანალს ცხინვალს მიუშვერ, ამ ე.წ კაცებს რა ჰგონიათ, ქვეყანა ასე ერთიანდება? ამ ხალხს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ. ან რა ჰგონიათ, ამ „ხუილოს“ ძახილით. შე მართლა „ხუილო“, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ „ხუილოს“ ძახილით ქვეყანა ერთიანდება. როდემდე უნდა ვმოქმედებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
ჩვენ ბოლო დღეებში მოვისმინეთ როგორ არის აღშფოთებული „ქართული ოცნება“ პოზნერთან დაკავშირებული ინცინდენტის გამო. ვაჟა-ფშაველა და სტუმარმასპინძელი გაახსენდათ. მთელ ამ პროვოკაციებში თანაბრად მონაწილეობს „ქარული ოცნება“. ასევე „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მონაწილე ამ პროვოკაციების დაგეგმვის და განხორციელებისას. ერთობლივად აკეთებენ ამას „ქართული ოცნება“ და სააკაშვილ-ბოკერიების ჯგუფები. „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ თბილისში პოზნერის თვითმფრინავი ჩამოდიოდა. სტუმრობის ვიზიტის და ვადების შესახებ ინფორმირებული იყო. რა გააკეთეს შემდეგ? ისევ მიუსიეს ხოშტარია, სამადაშვილი და კანდელაკი. ამ ყველაფერს შეთანხმებულად აკეთებთ ამერიკელებს რომ ასიამოვნოთ. აი, თურმე როგორ აგდებენ აქედან ხან გავრილოვს, ხან პოზნერს და ხან კიდევ ვის. ეს ჩვენს ერს სახეს უკარგავს და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ოკუპაციის შესახებ კანონი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება, პოზნერს დარღვეული არ აქვს. მისი განცხადებების ნაწილი ერთია და მე ამას არ ვიზიარებ, მაგრამ არ ვიზიარებ ასევე ლიეტუველი დეპუტატის განცხადებებს, რაც ანალოგიურია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, პოზნერი 1 აპრილს თბილისში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი და მისი თანმხლები პირების ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური პროტესტის შემდეგ ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა.
შსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აშშ-ს მოქალაქე ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია
აქციაზე დაპირისპირებაა – აქტივისტები სასტუმროში, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება შესვლას ცდილობენ
პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორიიდან გაიყვანეს
შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი”, სადაც ვლადიმერ პოზნერი ვახშმობდა 10 000 ლარით დააჯარიმა