LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამბობენ, სახლი წაართვა ბანკმაო, “ჩაქუჩი” აუღია და აპარატები დაუმტვრევია – თავდასხმა „საქართველოს ბანკის” ფილიალზე

95
188702422-840360060225148-343446641524897040-n

„საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალზე თავდასხმა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 15- მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ბანკის მინები ჩაამსხვრია.

მამაკაცი გუშინვე დააკავეს. ფილიალი კი დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი  “საქართველოს ბანკის” მეანაბრეა.

„ამბობენ, სახლი წაართვა ბანკმაო, “ჩაქუჩი” აუღია, აპარატები დაუმტვრევია, მინა ჩაუმსხვრევია და შიგნით ბოთლით ხელში დამჯდარა, არსად გაქცეულა”- ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც „ფორტუნას“  შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს.

1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g