LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბოხებულ სტუდენტებთან ურთიერთობისას შოკისმომგვრელ უმეცრებას მივეხალე – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი თსუ-ის სტუდენტებზე

309
თამარ-ჩერგოლეიშვილი-640x429-1

„ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე არაფერი იციან. ​თსუ-ში სწავლობენ და 30 წლის წინ საქართველოში რა ხდებოდა არ იციან“, – ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ, თსუ-ის „ამბოხებულ სტუდენტებთან ურთიერთობისას, კიდევ ერთხელ მიეხალა შოკისმომგვრელ უმეცრებას“.

როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, სტუდენტები ვერ ხვდებიან, რას ნიშნავდა სტუდენტობა 90-იანებში, რაც პრობლემაა, რადგან წარსულის ასეთი გაუაზრებლობა აწმყოს სიმძიმეს განაპირობებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი: არანაირი სოლიდარობა არ გამაჩნია იმ სტუდენტების მიმართ, რომლებსაც გამოცდის გადაწერა სურთ

„დღეს, გამოცდების გამო ამბოხებულ სტუდენტებთან, თუ მათ გულშემატკივრებთან ურთიერთობისას კიდევ ერთხელ მივეხალე შოკისმომგვრელ უმეცრებას.

ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე არაფერი იციან.

საერთოდ არაფერი იციან.

თსუში სწავლობენ და 30 წლის წინ საქართველოში რა ხდებოდა არ იციან.

ვერ ხვდებიან, რას ნიშნავდა სტუდენტობა 90-იანებში – ფიქრობენ, რომ ვინც 90-იანების სტუდენტობა გამოვიარეთ პრივილეგირებულები ვართ და გაჭირვება არ ვიცით.

ეს პრობლემაა. წარსულის ასეთი გაუაზრებლობა განაპირობებს აწმყოს სიმძიმეს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ამავე თემაზე:

თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს

ბაჩო ხუროშვილი: “სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია, გამობრძანდით და მოიხადეთ ბოდიში”

დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში: თსუ-ის განცხადება

4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – თსუ განცხადებას ავრცელებს

თსუ-ში აქციის მონაწილე სტუდენტები: გადაცდომის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები