LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამდენი ხნის შემდეგ დაიძინებს თავის საწოლზე და ექნება თავისი ოთახი“ – აკა სინჯიკაშვილი მორიგ ემოციურ ამბავს გვიზიარებს

383
მარიამ ელიეშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„დავდგით საცხოვრებელი კონტეინერი, ქუჩიდან კაცი გადავიყვანეთ და ამდენი ხნის შემდეგ დაიძინებს თავის საწოლზე და ექნება თავისი ოთახი, საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელიც აქვს. მივხედავთ სულ, რასაც შევძლებთ.

სხვებსაც გზადაგზა ვაბინავებთ ყველა საშუალებით და იქნებ მართლა ყველას დავეხმაროთ, ვისაც ახლა ქუჩაში სძინავს.

მართლა ყველაფერს ვეცდებით.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის ხალხნო, ძალიან დიდი მადლობა“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

„ვინმე თქვენს უბანში, ან თქვენს სამსახურთან ნახავთ ღამით ადამიანს გარეთ სძინავს, გთხოვთ გამომიგზავნოთ ფოტო და ზუსტი მისამართი“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g