LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკაში არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია“ – რა თქვეს ნეკა დოროყაშვილმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროცესის დაწყებამდე

225
BeFunky-collage (4)

დღეს, 13 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევ მოწმეების გამოკითხვით გრძელდება.

სხდომა ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის, თენგიზ ბასილაშვილის დაკითხვით გაიხსნება.

 

საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2022

 

 

პროცესის დაწყებამდე მედიასთან ნეკა დოროყაშვილმა აღნიშნა, რომ “ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები სიყალბით და ფაქტობრივი უზუსტობებით ცდილობენ გამოაძვრინონ [ნიკოლოზ ბასილაშვილი].

„ეს მესიჯები ემსახურებოდა იმას, რომ ნიკა გამოეყვანა მწყობრიდან“- რა თქვა ბასილაშვილის დედამ სასამართლო პროცესზე

“ტყუილია, რომ ამერიკაში, რომ ჩავედი არანაირი პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია, იქ მახლდნენ ჩემი მეგობრები..”, – დასძინა ნეკა დოროყაშვილმა.

ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქალაქო სასამართლოში

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2022

 

საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება: „რა განცხადებასაც გავაკეთებ, ამას შემდეგ გაიგებთ“

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g