LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა მამაკაცმა ცოლის საპოვნელად ბილბორდზე საკუთარი თავი განათავსა და სიყვარული მართლაც იპოვა

100
ქირიას NEWS შაბლონი

აშშ-ის ქალაქ ასენშენის მცხოვრებმა, ჯეფ სიგერმა, რომელმაც ცოლის საპოვნელად საკუთარი თავი ბილბორდზე განათავსა, ნიშნობა დააანონსა. ამის შესახებ The Advocate წერს.

2025 წლის აპრილში სიგერმა ბილბორდზე თავისი ფოტო გამოფინა და თავი „ასენშენის ყველაზე სასურველ მარტოხელა მამაკაცად“ გამოაცხადა. წარწერა ასე ჟღერდა: „მარტოხელა ქალი ხარ? ეს ნიშანია! შეხვდი ჯეფს“.

თუმცა საბოლოოდ ის მეუღლეს არა ბილბორდის, არამედ გაცნობის აპლიკაციის მეშვეობით შეხვდა. იქ მან 32 წლის რობინ კარონასთან დაიწყო ურთიერთობა. მათი პირველი შეხვედრა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 12 საათს გაგრძელდა.

ქალმა მხოლოდ შემდეგ გაიგო, რომ ჯეფი ის მამაკაცი იყო, რომლის ფოტოც ბილბორდზე ეკიდა.

მალე წყვილმა ერთად მოგზაურობა, კონცერტებზე სიარული და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ ჯეფ სიგერმა მას ხელი სთხოვა. საქმროს თქმით, მან ძალიან სწრაფად იგრძნო, რომ რობინი ის ადამიანი იყო, რომელსაც ეძებდა.

ცხოვრების ახალი ეტაპის აღსანიშნავად ჯეფმა კიდევ ერთი ბილბორდი განათავსა – ამჯერად უკვე ნიშნობის ფოტოებით და წარწერით, რომ აღარ არის მარტოხელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები