LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ფავორიტი: Ford F-Series გაყიდვებმა 33 მილიონს გადააჭარბა

107
765776576

Ford F-series პიკაპები აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა. მეტი სიზუსტისთვის, ამერიკულ ბაზარზე მოდელი ლიდერობას 48 წელია რაც ინარჩუნებს, 1977 წლიდან „ფორდმა“ 33 მილიონზე მეტი მანქანა გაყიდა. ამ მაჩვენებლით F-series არამხოლოდ ყველაზე პოპულარული პიკაპი, არამედ აშშ-ში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია და ეს სტატუსი მას უკვე 43 წელია რაც აქვს. ახალ 2025 წელს F-150 ნახევარ საუკუნოვან იუბილეს იზეიმებს.

F-series ოჯახობა ბენზინის და დიზელის ძრავიან პიკაპებს აერთიანებს, ასევე სიაშია ჰიბრიდის და ელექტრონული აგრეგატის მქონე მოდელები. 2022 წელს Ford ყოველ 49 წამში ერთ პიკაპს ყიდდა, მაშინ კომპანიამ მოდელის 640 ათასი სხვადასხვა ეგზემპლარი გაყიდა. 2023 წელს ამერიკულმა ბრენდმა უკვე 726,6 ათასი ავტომობილის რეალიზება შეძლო, გასულ 2024 წელს კი – 732,1 ათასი მოდელის და თან ეს მხოლოდ აშშ-ს მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები