LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა სალონის დეტალების დამზადება ფოთლებისგან დაიწყო

115
Screenshot 2024-01-22 160758

Ford-ის ავტომობილებისთვის დეტალებს ფოთლებისგან დაამზადებენ. კომპანიამ შეიმუშავა პროცესი, რომელიც ბუნებრივი ნედლეულისგან ბიო კომპოზიტის მიღებას გულისხმობს და ამ შემთხვევაში მასალად ესპანური ანდალუსიის ზეთისხილის ხეები გამოიყენეს. დეტალები 40%-ით ზეთისხილის ხის ბოჭკოს შეიცავს და 60% მეორადი ნედლეულისგანაა დამზადებული. ბუნებრივია, ეს მეთოდი გარემოში მავნე გამონაბოლქვის ოდენობას მკვეთრად ამცირებს.

დასაწყისისთვის ზეთისხილი საავტომობილო დეტალების მცირე ასორტიმენტისთვის გამოიყენება და პროდუქტს პროტოტიპის სტატუსი აქვს.

Ford უკვე რამდენიმე წელია ბიო მასალის გამოყენების პერსპექტივებს სწავლობს. პირველი ასეთი პროგრამა 2001 წელს დააორგანიზეს და მისი შედეგები ორი წლის შემდეგ კონცეპტ Model U-ში წარადგინეს. კროსოვერი ფაქტობრივად მთლიანად ნატურალური მასალისგან იყო აწყობილი (სოია,სიმინდის მარცვალი, მზესუმზირასი ზეთი) და დანამატად წყალბადის აგრეგატი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები