„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც ყოფილმა სახალხო დამცველმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს “რეჟიმის მოკავშირე“ უწოდა.
როგორც წითლიძე წერს, სწორედ ასე გაწირეს „გავრილოვის ღამეს“ ნიკა მელია.
„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“ – ნინო ლომჯარია
„შეეშვით სისულელეებს! ქოცური მესიჯია ეგ ქოცის გარდა სხვას დააბრალო ახლა რაც ხდება რუსთაველზე.
გავრილოვის ღამეს ასე მელია გაწირეთ ყველამ დასაჭერად ვინც წერდით რომ მელიას მოწოდებას მოყვა თურმე ამბავი თვალები რომ დაგვთხარეს.
იგივეს აკეთებთ ახლა ვაშაძეზე!
ამ ხალხს ვერ მართავს ვერავინ!
და ვერც ვერავინ აკონტროლებს!
გამოეთრიეთ და თვითონ ნახეთ ეს გაზით მოწამლული ახალგაზრდები აბა თუ გააკავოთ ან ვინმეს დაუჯერონ.
ბიძინაზე გაბრაზდით!
მაშველი რგოლი ხართ და სასარგებლო იდიოტები ვინც მაგას წერთ და აყევით!“ -წერს ანა წითლძე.