ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლია სტრატეგიული პროექტია და ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს, როგორ გახადოს ინვესტორებისთვის ის კვლავ საინტერესო.
ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აიყვანეს საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლებას გააკეთებს:
“ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია და სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, მიუხედავად პოსტპანდემიური ვითარებისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო.
ჩვენ ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც აკეთებს განახლებას 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის და ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების. დაახლოებით ერთ თვეში გვექნება შედეგი და ჩვენ დავინახავთ, რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს.” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.