LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძე პროკურორებს: „ვერ ვიგებ, კონკრეტულად, რას მედავებით? – ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა? – ვერავის შეაშინებთ! შიშიც ადამიანურია, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“

155
ანდრო ჭიჭინაძე

„ვერ ვიგებ, კონკრეტულად, რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა?“ – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი სიტყვებით, არც ერთი დაკავებული ერთმანეთს არ იცნობდა, არადა, მათ ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

„ვერ ვიგებ, რას მედავებით. კონკრეტულად, რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა? ეს ერთი, მეორე – ჯგუფურობას ნაცნობობა არ სჭირდება? როგორ შეიძლება გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს?

ანდრო ჭიჭინაძის მამა სტრასბურგის სასამართლოზე: „მოლოდინი მაქვს, სამართალი იქ თავის გზას ნახავს – ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი?!“

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან არაპროგნოზირებადია, რას იტყვიან დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეები და პროკურორები.

რაღაც ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც, „დანაშაული“ ჩავიდინეთ, თან, სხვადასხვა დროს ჩადენილ „დანაშაულს“ გვედავებით. როგორ შეიძლება ეს ჯგუფური იყოს? ვერავის შეაშინებთ! შიშიც ადამიანურია, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

„პროკურორებს მივმართო, მსურს ვუთხრა, რომ შემომხედონ. თქვენი ბრალდება ჰგავს, ერთ-ერთი მწერლის პერსონაჟებს, რომლებიც ლაპარაკობენ, ერთი შეხედვით გაუგებარ ენაზე. მე ვერ ვიგებ რაზე ვდავობთ. თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით. ჯგუფურობაზე მერე ვილაპარაკებ.

ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა ეგ არის გაუგებარი. ჯგუფურობას არ სჭირდება ნაცნობობაო, ესეც ახალი გამოგონებაა. როგორ შეიძლება ჩვენ გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობები არ გვყავდეს. ეს გადასარევი ადამიანები ნახევარი ერთ სასამართლოზე გავიცანი, ნახევარი მეორეზე.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ და საქმე აღკვეთის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება“

ეს ხალხი ერთ ჯგუფში ვართ მოაზრებულები და ერთმანეთს არ ვიცნობთ. პლუს ამას სხვადასხვა დროზე გვედავებით.

კიდე ერთ რამეს დავამატებ. ორი სიტყვა ვთქვა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახით გამოვლენილ შეშინების მცდელობაზე. ვერავის შეაშინებთ, თუ ვინმეს ეშინია ესეც ადამიანური რამე არის. იმისთვის ვართ ადამიანები, რომ გვაქვს ეს შიშები. ჩვენ ამ შიშებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“. – აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

10 იანვარს გამართულ პროცესზე კი, საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა.

მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g