გერმანიის კაცლერი Facebook-ის ოფიციალური გვერდს აუქმებს. ანგელა მერკელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სახელწოდებით “Danke!” (მადლობა, გერმ.). ის 2.5 მილიონ გამომწერს მადლობას უხდის და მათ Facebook-ზე მთავრობის ოფიციალურ გვერდისა და Instagram-ზე მისი პირადი ანგარიშის გამოწერას სთავაზობს.
„თქვენ იცით, რომ მე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე აღარ ვარ. ამიტომ, ვაუქმებ ჩემს Facebook-ის გვერდს, გთხოვთ თვალი მიადევნოთ ჩემს მუშაობას ფედერალური კანცლერის პოსტზე. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ფედერალური მთავრობის Facebook-ის და ჩემი პირადი Instagram-ის გვერდის მეშვეობით,“ – განაცხადა მერკელმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში.
https://www.facebook.com/AngelaMerkel/videos/1366162043526554/