LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

70
BeFunky-collage

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისალოც წერილში ნათქვამია, რომ გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვლავ არჩევას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები ქმნის სანდო ჩარჩოს ნდობით აღსავსე თანამშრომლობისათვის ჩვენს მთავრობებს შორის.

გერმანია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს აქტუალურ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს თქვენს ქვეყანაში, მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე დროს გისურვებთ მუდამ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“. – აღნიშნულია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g