LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელმა საუდის არაბეთში თავსაბურავზე უარი განაცხადა

65

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამუშაო ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება. The Independent-ის ინფორმაციით, მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ-საუდთან შეხვედრაზე ანგელა მერკელმა ქალებისთვის დაწესებულ დრეს-კოდის დაცვაზე უარი თქვა და თავსაბურავის გარეშე მივიდა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრაზე ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი მზად არის ცვლილებებისთვის, თუმცა ქვეყანაში ადამიანების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, კანცლერმა ისაუბრა ბლოგერ რაიფ ბადავის სიკვდილით დასჯის შესახებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g