“ანიტა ყველას შვილი გახდა. მას ეს მადლი, რომ არ ჰქონოდა ღვთისაგან, ესე ვერ იქნებოდა”- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ანიტას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე თქვა.
“ზუსტად იმიტომ დაიბადა ანიტა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა. ამ ქვეყნად ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია, ზოგი ამას 80 წლის ასაკში ახერხებს, ზოგს 20 წელი სჭირდება…
ანიტა ღვთისგან მოვლენილი დიდი საჩუქარი იყო, ეს ბავშვი მთელი ქვეყნისთვის დაიბადა.ანიტამ ძალიან ბევრ ადამიანს გაუკეთა სიკეთე.”
https://www.facebook.com/bucho.papidze/videos/10157952763006684/UzpfSTEwMDAwNTg4ODI5NDUwNToxMzc0ODIzOTY2MDU3MjAw/