LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

90

საზოგადოებაში წარმოქმნილი ხმების პარალელურად, თითქოს ჯოლი-პიტის ოჯახი განქორწინების ზღვარზეა, წყვილი ქორწილის მეორე წლისთავის აღნიშვნას გეგმავს. ამ დროისთვის ღონისძიების დეტალები უცნობია, თუმცა ინსაიდერების მტკიცებით,  ანჯელინა და ბრედი ძალიან ბედნიერები არან.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ისინი სხვადასხვა პროექტებში არიან დაკავებულები, ერთმანეთისთვის დროს მაინც ნახულობენ და ძალიან ბედნიერებიც არიან“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ურთიერთობა 2014 წლის აგვისტოში გააოფიციალურეს. მანამდე ისინი 9 წელი ცხოვრობდნენ ერთად. ამჟამად ანჯელინა და ბრედი ექვს შვილს ზრდიან, რომელთაგანაც სამი აყვანილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები