ჯოლი-პიტის დაშორება – მსოფლიოს წამყვანი მედიის ყოველდღიური განხილვის საგანია. სანამ ერთი ნაწილი საუბრობს, რომ ბრედ პიტმა ანჯელინას შემცვლელი უკვე უპოვა, მეორე ნაწილის აზრით, დაშორების ინიციატორი თავად ჯოლი იყო, რომელსაც უკვე თვეებია რომანი აქვს მილიარდერთან, რომლის სახელიც არ ხმაურდება.
დღეს კი, დასავლურმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალების სასარგებლოდ ანჯელინა კაცებზე საბოლოდ უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობაში ჯოლის ორივე სქესის წარმომადგენლებთან ჰქონდა ურთიერთობა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარული ჯენი შიმიცი იყო. სწორედ ამ უკანასკნელთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამიერიდან ჯოლის რომანი მხოლოდ ქალებთან ექნება.
შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში ანჯელინას შიმიცზე დაქოწინებაც კი სურდა, მაგრამ პარალელურად ჯონი ლი მილერს ხვდებოდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ცოლად სწორედ მას გაყოლოდა.