LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ბავშვების ნახვა კვლავ აუკრძალა

200
page

მიმდინარე ზაფხულს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა დალაგდა. პაპარაცებმა პიტი ანჯელინას სახლის კართან არაერთხელ შენიშნეს. ტაბლოიდების ცნობით, ბრედი შვილების სანახავად საკმაოდ ხშირად მიდიოდა.

თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ მდგომარეობა შეიცვალა. როგორც ჩანს, 56 წლის ბრედ პიტისა და 27 წლის მოდელის, ნიკოლ პოტურალსკის რომანმა ანჯელინა ჯოლიზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯოლიმ პიტს შვილებთან კონტაქტი დროებით აუკრძალა.

ცნობისთვის, გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ანჯელინა ჯოლი გაცეცხლებულია იმის გამო, რომ პიტმა ახალი შეყვარებული საფრანგეთში, მათ საერთო საცხოვრებელ კომპლექსში,  „შატო მირაველში“ წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ დაქორწინდა წყვილი 2014 წელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები