ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინება გადაიფიქრეს. ამის შესახებ US Magazine წერს. გამოცემის ცნობით, ვარსკვლავური წყვილი ურთიერთობის აღდგენას გეგმავს.
ჯოლი და პიტი ერთმანეთს ერთი წლის წინ დაშორდნენ, ინსაიდერის ცნობით კი, ანჯელინა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დაეჭვდა. დიდი გავლენა იქონია იმანაც, რომ ბრედი გამოსწორების გზაზეა.
წყაროს ცნობით, ბოლო პერიოდში ვარსკვლავებს დაშორებისთვის აღარაფერი გაუკეთებიათ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისინი ცალ-ცალკე ყოფნას მართლაც გადაიფიქრებენ, ეს არავის გაუკვირდება.
