ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებამ სრულიად სხვა მიმართულება მიიღო: ამერიკული ტაბლოიდი, Hollywood Life წერს, რომ ჯოლი შეყვარებულია და მისი რჩეული ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მილიონერია, ხოლო მათი ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო.
პორტალის ვერსიით, ანჯელინამ მამაკაცი გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ვიზიტის დროს გაიცნო.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ჯოლი და 52 წლის პიტი სექტემბრის შუა რიცხვებში 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. წყვილს 6 შვილი ჰყავს – 3 საკუთარი და 3 აყვანილი.